.
აქტუალური ინფორმაცია მომხმარებლისთვის


18  სექტემბერს ფოლკსვაგენ ამერიკის სათაო ოფისმა მიიღო შეტყობინება აშშ–ს გარემოსდაცვის სააგენტოსგან, რომ ფოლკსვაგენის რამოდენიმე 2.0 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი TDI ძრავის მქონე მოდელი არ აკმაყოფილოებს გამონაბოლქვის დაწესებულ სტანდარტებს.
  
იქიდან გამომდინარე, რომ გარემოსდაცვა და სტაბილურობა არის ფოლკსვაგენის მთავარი სტრატეგიული მიზანი, კომპანია ამ საკითხს ძალიან სერიოზულად მიუდგადა აქტიურად ადევნებს თვალ–ყურს შიდა გამოძიებას. 
 
ფოლკსვაგენის კონცერნი მაქსიმალურად ცდილობს იპოვოს გამოსავალი რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი მომხმარებლები და განსაკუთრებით იმ კონკრეტული მოდელების მფლონელები, რომ მათიავტომობილების მართვა არის სრულიად უსაფრთხო.
 
მოცემულ მომენტში ზემოთ აღნიშნული მოდელების მფლობელებისგან არანაირი ქმედების განხორციელება არარის საჭირო, კონცერნი თავად შეატყობინებს მომხმარებლებს როგორც კი შესაძლებელი იქნება ძრავების სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა. 
 
ჩვენ გვესმის, რომ მოდელების მფლობელები, რომელთა ძრავებიც არ აკმაყოფილებს დაწესებულ სტანდარტებს არიან გულდაწყვეტილები მომხდარი ფაქტით, მაგრამ ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ გამოიჩინონ ცოტაოდენი მოთმინება სანამ ჩვენ ვეცნობით სიტუაციის ყველა დეტალს. 
 
ფოლკსვაგენის მთავარი მიზანია გავაკეთოთ ყველაფერი რაც საჭიროა შექმნილი პრობლემის დასაძლევად და თქვენი ნდობის დასაბრუნებლად.
ჩვენ გაგიზიარებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას როგორც კი ეს გახდება შესაძლებელი. 
 
მადლობას გიხდით ჩვენი მდგომარეობის სწორად გაგებისთვის. 
 
 
Michael Horn
President and CEO
Volkswagen Group of America
 
საქართველოში ფოლკსვაგენის ცენტრიდან ზემოთ ხსენებული ძრავების მქონე არცერთი ავტომობილი გაყიდული არ არის, თუმცა თუ საქართველოს ბაზარზე არსებობენ მომხმარებლები, რომელთა ფოლკსვაგენებიც აღჭურვილია 1.2, 1.6 ან 2.0 ლიტრი მოცულობის 3 და 4 ცილინდრიანი დიზელის ძრავებით და ავტომობილი წარმოებულია 2008 წლის შემდეგ ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ და ჩვენ გავაცნობთ მათ დეტალურ და უახლეს ინფორმაციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით:

224 11 11 ; info@volkswagen.ge

 

 

ფოლკსვაგენ საქართველოს დირექტორი

ალექსანდრე ხუციშვილი

 

  • Aktuelle Meldungen.
  • Info zu E10