.
ახალი Volkswagen Touareg- ი
ძრავი: 3,0 თDI V6
Volkswagen Touareg - ი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო კლასის მანქანად. საქართველოში პირველი განახლებული დიზაინის ”ფოლკსვაგენ ტუარეგი” 2010 წლის ივლისში გაიყიდა, ამჟამად თბილისის სალონში 3.0 დიზელის ძრავის მქონე მოდელია წარმოდგენილი და მისი ფასია $68 000 ექვივალენტი ლარში.
კომფორტაბელური და ინოვაციური. არაჩვეულებრივი ხარისხით და ავანგარდული დიზაინით გამოირჩევა. ეს არის მანქანა, რომელიც გჩუქნით აბსოლუტურად ახალ ემოციებს. მისი შთამბეჭდავი გარეგნობის უკან იმალება მისი უმაღლესი დონის უსაფრთხოება. ახალ, 2011 წლის ტუარეგს გააჩნია დაკიდების რეგულირების 7 დონე, რომელიც სალონიდან ღილაკით იმართება.
გააჩნია 8 საფეხურიანი სიჩქარეთა გადართვის კოლოფი, ტყავის საჭე სიმაღლეში და სიგრძეში რეგულირებადია, რაზეც განლაგებულია რადიოსა და ტელეფონის მომსახურების ფუნქციები. შუშები იწევა ელექტრონულად წინა და უკანა კარებზე. თბობადია წინა საქარე მინა. გააჩნია მულტიფუნქციური მაჩვენებელი “Pრემიუმ” (ბორდკომპიუტერი). მოყვება დისტანციური ცენტრალური გასაღები. დისტანციურად იღება საბარგულის კარი, საწვავის ავზი და ასევე ღილაკზე დაჭერით იკეცება უკანა სავარძლები.
ჩვენ ამოვიკითხეთ რუსული გაზეთის „ავტო რევიუს“ ჩატარებული ტესტირება, “ფოლკსვაგენ ტუარეგ”-ს, “ლენდ როვერ-სა და “ტოიოტა Lლენდ კრუისერ Pპრადო”-ს შორის “ფოლკსვაგენი “ ლიდერობს 217,6 (კმ/სთ) მაქსიმალური სიჩქარის მაჩვენებლით. თუარეგი 100 კმ/სთ სიჩქარეს კი 8,5 წამში ავითარებს, რაც ამ სამ მოდელში საუკეთესო მაჩვენებელია. „ფოლკსვაგენ“-ს ყველაზე დახვეწილი - 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს, ამ ორ ავტომობილის მარკასთან შედარებით. საწვავის ხარჯვა ყველაზე ნაკლები აქვს, მისი საშუალო წვა არის 8ლიტ.(100კმ).
წინა მოდელთან შედარებით სავარძლები უფრო მოსახერხებელია, უკანა სავარძლების სივრცე მგზავრებისთვის გაფართოვდა და უფრო კომფორტულია, შესაძლებელია მათი რეგულირებაც. ინტერიერი გამდიდრებულია კაკლის ხინ ჩანართებითა და ქრომირებული დეტალებით. ტუარეგს გააჩნია სენსორული მონიტორი ტელევიზორით, 17 დუიმიანი ალუმინის დისკები და უზარმაზარი პანორამული ლუქი. გარდა ამისა, ფოლკსვაგენის ქარხანაში ჯიპი უზრუნველყვეს უამრავი უსაფრთხოების სისტემებით. ავტომატური კრუიზკონტროლი კი თვითონ საზღვრავს მანძილს მანქანებს შორის. გააჩნია 2 ზონიანი ავტომატური კონდიციონერი “ჩლიმატრონიც”-ი, ეს ორივე ზონა რეგულირდება ინდივიდუალურად. აქვს განათება სავარძლების ქვედა მხარეს, სალონის წინა და უკანა ნაწილში, ასევე საკითხავი განათებები ავტომობილის წინა და უკანა სალონში. გააჩნია სიჩქარეზე დამოკიდებული საჭის გამაძლიერებელი. უკანა სავარძელი დაყოფილია 1/3 და 2/3, საზურგეები იკეცება და აქვს იდაყვის საყრდენი შუაში (2 ჭიქის დამჭერით). წინ და უკან განლაგებულია ტექსტილის ხალიჩები. აქვს 6 ცალი უსაფრთხოების ბალიში “აირბაგი” – წინა, გვერდითა და თავის. ნისლსაწინააღმდეგო ფარები. 3 წერტილიანი უსაფრთხოების ქამრები უკანა სავარძლებზე, 3 წერტილიანი სიმაღლეში რეგულირებადი უსაფრთხოების ქამრები წინა სავარძლებზე. გატაცების საწინააღმდეგო სისტემა (იმობილაიზერი). აქვს ელ. კეცვადი და თბობადი გარეთა გვერდითი სარკეები. გააჩნია სიჩქარის მარეგულირებელი სისტემა.
|