.

 

 

Volkswagen-ის ბრენდის ისტორია “Käfer”-ით დაიწყო; პრესტიჟული ნაცისტური  პროექტის განვითარება  1934 წელს დაიწყო. 1937 წლის 28 მაისს ოფიციალურად შეიქმნა "Gesellschaft zur Vorbereitung des Deutschen Volkswagens mbH" (Company for the Preparation of the German Volkswagen Ltd.), რომელმაც 1938 წელს სახელი შეიცვალა "Volkswagenwerk GmbH"და კომპანიის მთავარი ქარხანა ვოლფსბურგში ააშენა. ავტომობილის სახელწოდება - ”Volkswagen” იშიფრება, როგორც ”ხალხის მანქანა”. თუმცა, მერე მსოფლიო ომის დაწყებამ და შეიარაღების ინდუსტრიაში ინტეგრაციამ ხელი შეუშალა Volkswagen-ის მასობრივ წარმოებას და კომპანია პირდაპირ სამხედრო წარმოებაზე გადავიდა.

 

ომის შემდეგ, 1945 წელს ბრიტანელების დავალებით Volkswagen-მა პირველი ავტომობილი Käfer-ი, 1950 წელს კი უკვე მეორე ავტომობილი Transporter-ი შექმნა. ამ მოდელთან ერთად Volkswagen-ი  გერმანიის ეკონომიკური სასწაულის სიმბოლო გახდა. ამის შედეგად, კომპანიამ ძლიერი საექსპორტო კურსი აიღო, რასაც 1960 წელს სააქციო საზოგადოების  სააქციო კორპორაციად გარდაქმნა მოყვა. ინოვაციური და მოქნილი საწარმოო სისტემების დანერგვასთან ერთად 1970-იან წლებში Volkswagens–მა ახალი თაობის ავტომობილები შექმნა: Passat, Scirocco, Golf და Polo. ტექნოლოგიის განვითარების, მოქნილი წარმოებისა და წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის წყალობით კომპანიის ზრდა 1980-იან წლებშიც კვლავ სტაბილურად გაგრძელდა.

 

გლობალიზაციის შედეგად, Volkswagen ვითარდება, როგორც მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ავტომობილების მწარმოებელი და დღეს ახალ ციფრულ ტექნოლოგიებსა და ელექტრო მობილობას გთავაზობთ.

 

  • Aktuelle Meldungen.